თოფებისა და დამბაჩების დამზადება მაჭახლის ხეობაში მე–18 საუკუნიდან გვხვდება.
მაჭახლელი მეიარაღეების მიერ ორი სახის თოფი მზადდებოდა: ,,თოფხანე“ და ,,ნალფარა“. ადგილზე ამზადებდნენ დენთსა და საფანტს, ტყვია კი, შემოჰქონდათ.
სახელოსნოები განლაგებული იყო როგორც ცალკე ნაგებობების სახით, ასევე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, სადაც მიწური იატაკი იყო. სამჭედლო-სახელოსნოებში ცეცხლსასროლი იარაღის გარდა მზადდებოდა მრავალი სახის სასოფლო-სამეურნეო, სამშენებლო, საოჯახო იარაღები.